ევროპისა და ჩინეთის, ამერიკის და რუსეთის, საერთო ვალდებულებაა რომ არ დაიწყონ სავაჭრო ომი და გააუმჯობესონ შექმნილი ვითარება“,_ აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.THE NYTIMES-ის ინფორმაციით, ჰელსინკში ტრაპმისა და პუტინის შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.
მან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებს და ჩინეთს მოუწოდა, რომ სავაჭრო ომების და ქაოსის თავიდან აცილებისა და კონფლიქტის პრევენციის მიზნით, ითანამშრომლონ.
„ჯერ კიდევ არის დრო, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და ქაოსი. დღეს ჩვენს წინაშე დგას დილემა- ვითამაშოთ უხეში თამაში, როგორიცაა ტარიფების ომი და კონფლიქტი უკრაინასა და სირიას მსგავს ადგილებში ან უნდა ვეძებოთ სამართლიან წესებზე დაფუძნებული საერთო გადაწყვეტილებები“,_განაცხადა ტუსკმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრესკონფერენციას ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იანკერი და ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.