რუსეთი უარყოფით რეაგირებას მოახდენს, თუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოს ან უკრაინას მიიღებს. აღნიშნული განცხადება, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა FOXNEWS-სისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და უშუალო საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება რუსეთისთვის განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია და რექცია გვექნება ძალიან უარყოფითი“, _განაცხადა პუტინმა. როგორც ცნობილია, გუშინ ჰელსინკში ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, FOXNEWS-თან საუბარში, პუტინმა, ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის არჩევნებში ჩაერია, სასაცილო უწოდა.