ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო.
დეპუტატმა დავით მჟავანაძემ სხდომაზე კითხვა დასვა _ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დეპუტატ ბესო ქათამაძის სცემის ფაქტზე “ქართული ოცნება”? ასევე, დაინტერესდა, სად იმყოფებოდა საკრებულოს თამჯდომარე.
“ეს ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობას. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით“, _ თქვა მჟავანაძემ.
“ბატონი დავით დარჩია იმყოფება თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტზე და ამის გამო არ ესწრება სხდომას”, _თქვა დარჩიას მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.
მცირე კამათის შემდეგ “ნაცმოძრაობის წევრებმა” სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.