კრიშტიანუ რონალდუს შესახებ THE BRIGHT SIDE სტატიას აქვეყნებს, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრებს იმ 9 მიზეზს სთავაზობს, რაც საფეხბურთო სამყაროს არ უკავშირდება და რის გამოც, კრიშტიანუ რონალდუ ხალხს უნდა უყვარდეს.
1 მიზეზი: კრიშტიანუ რონალდუ, 24 წლის ვარსკვლავი უკვე 4 წელია რეგულარულად არის სისხლის დონორი, რის გამოც მას ტატუ არ აქვს. ტატუს გაკეთების შემთხვევაში კი სისხლის გაღება 6-12 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.
2 მიზეზი: მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ ამ ფაქტის რეკლამირებას არ ახდენს, ის დიდ თანხას გასცემს ახალგაზრდა ფანების დასახმარებლად, როდესაც მათ ქირურგიული ოპერაცია, განადგურებული სახლის რეკონსტრუქცია ან საავადმყოფოში დაფინანსება სჭირდებათ. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ის ისევე ხშირად არის დაკავებული ქველმოქმედებით, როგორც სისხლის გაღებით.
3 მიზეზი: არ ივიწყებს ძველ მეგობრებს.
ფეხბურთის სამყაროს ვარსკვლავი რეგულარულად სტუმრობს ძველ მეგობრებს და მათთვის საჩუქრების გაკეთება უყვარს. მაგალითად, კრიშტიანუმ ალბერტ ფანტრაუს უზარმაზარი სასახლე უყიდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რეგიონალური შესარჩევი ტურნირის დროს, ალბერტმა კრიშტიანუს შანსი მისცა, რის შედეგადაც, კრიშტიანუმ მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო საფეხბურთო კარიერაში.
4 მიზეზი: მას უყვარს ოჯახი.
უზარმაზარი პოპულარულობის, მილიონობით გულშემატკივარის და საბანკო ანგარიშზე შთამბეჭდავი თანხას გავლენა არ მოუხდენია კრიშტიანუს ძირითად ღირებულებებზე: ოჯახი მისთვის უმთავრესია. ის შვებულებას დიდ, ხმაურიან და მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს და არა განცალკევებით კუნძულზე მდგარ სასახლეში.
5 მიზეზი: გულშემატკივრებს ადვილად შეუძლიათ მასთან კონტაქტი
არ არის ადვილი სათანადო დრო დაუთმო ყველა გულშემატკივარს, მით უმეტეს როდესაც თქვენ გყავთ არმია. ზოგი მათგანი იმედგაცრუებული და დამწუხრებულია, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც რონალდუსთან შეხვედრისას გრძნობენ.
2018 წლის ფიფას მსოფლიო თასზე, მან იპოვა დრო, რომ დაეტოვებინა ავტობუსი და დაემშვიდებინა ატირებული ახალგაზრდა ფანები. ის ჩაეხუტა ბიჭს და ავტოგრაფი მისცა.
6 მიზეზი: კრიშტიანუ რონალდუს დიდი იუმორის გრძნობა აქვს. ის მხიარული იყო, როდესაც უსახლკარო ადამიანივით ეცვა და მადრიდის ქუჩებში საათობით თამაშობდა ფეხბურთს, უცნობებს ესაუბრებოდა, ქალებს ტელეფონის ნომრებს სთხოვდა, ეხუმრებოდა.
7 მიზეზი: მას უყვარს ფეხბურთი და არა ფული.
კრიშტიანუ რონალდუს უყვარს ფეხბურთი და მზადაა ითამაშოს ანაზრაურების გარეშე. მას შემდეგ რაც „რეალ მადრიდმა“ ჩემპოიონთა ლიგა მოიგო, მან მთელი თავისი თანხა ქველმოქმედების სახით გასცა, თანხა კი ნახევარ მილიონ ევროს შეადგენდა.
8 მიზეზი: მას არ რცხვენია გრძნობების გამოხატვა.
ის არის ძლიერი, თავდაჯერებული და ძალიან მგრძნობიარე ადამიანი. როცა რამეს განიცდის მას არ უჭირს საჯაროდ გამოხატოს გრძნობები. მიუხედავად იმისა, დადებითია თუ უარყოფითი.
9 მიზეზი. ის ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, მაშინაც კი თუ დახმარება სხვა გუნდის მოთამაშეს სჭირდება.