საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის „გურია“ გრიგოლეთში საკუთარ ბაზაზეა შეკრებილი და მეორე წრისთვის მზადებას გადის. ახალი წრის დაწყებამდე გუნდის მესვეურები სასიამოვნო სიახლეებს აანონსებენ, თუმცა, ეტაპზე უცნობია, თუ რა სიახლეები იქნება გუნდში და რომელი ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდება.
პრო ლიგა 3-ში მოასპარეზე „გურია“ 36 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს და პირველ ადგილოსან „ზუგდიდს“ ექვსი ქულით ჩამორჩება. მეორე წრის პირველი შეხვედრა „გურიას“ პირველ აგვისტოს, სტუმრად წყალტუბოს „სამგურალთან“ აქვს.