ამ წუთებში ქლააქ ოზურგეთში, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები #2 საბავშვო ბაღის თანამშრომელს მაია როყვას კითხვავენ.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ არის ცნობილი გასულ კვირას მაია როყვას დას, ფეიქი გვერდიდან რამდენიმე შეტყობინება მიუვიდა.
“ძალიან უხამსი სიტყვებით არის ეს შეტყობინებები სავსე და ასევე, წერია, რომ მე სამსახურს დამატოვებინებ მალე. არ ვიცი ვინ წერს ჩემს დას ასეთ ტყუილებს და აქედან გამომდინარე განცხადებით მივმართე პოლიაციას“, – გვითხრა მაია როყვამ.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია როყვა რამდენიმე წუთის წინ შეიტანა განცხადება პოლიციაში და ის გამოკითხვაზე იმყოფება. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მაია როყვას განცხადების შესწავლა მიმდინარეობს.