“ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. საქართველოს სამართლებრივ სივრცეში პირველად ექნება პროკურატურას ასეთი მაღალი დამოუკიდებელი სტატუსი”, _ ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ პროკურატურის რეფორმის საკითხებზე მიმდინარე საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა.
ბესელიას თქმით, პროკურატურას არ ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ბმა.
“ერთადერთი ეს არის პარლამენტი, სადაც მთავარი პროკურორი და გენერალური პროკურორი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს, რიგგარეშედ და აბარებს ანგარიშს. ეს შეეხება ტენდენციას, სისხლის სამართლის პოლიტიკას და ქვეყნის მიმართულებას და არა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენ ვმუშაობთ ახლა სწორედ ამ ცვლილებებზე”, _ განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.