საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ხანძართან დაკავშირებით ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.
საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, ნომერზე +306995779793 დარეკონ და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.
„ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.
მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“; მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქარტველოს სელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“, – ნათქვამია უწყების მიმართვაში.
ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
რეგიონში ასობით მეხანძრეა მობილიზებული, ისინი ამ დრომდე ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.