ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერულ თამაშებს შეუძლიათ გააუმჯობესონ 60 წლის ზემოთ მოხუცთა აზროვნების უნარი.
მეცნიერებმა გამოიყენეს თამაში “Rise of Nations”, რომელიც გულისხმობს ახალი ტერიტორიების ათვისებას, ქალაქების შექმნას, ეკონომიკის განვითარებასა და ომში მონაწილეობას.
ამ ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა 40-მა მოხუცმა. აქედან 20 ადამიანი მთლიანობაში 23, 5 საათი თამაშობდა ამ თამაშს, ხოლო მეორე ნახევარი კი საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა.
როგორც გამოვლინდა, მათ ვინც თამაშობდა სტრატეგიულ თამაშებს, მეორე ჯგუფთან შედარებით, აზროვნების სიჩქარე და მეხსიერება გაუმჯობესებული ჰქონდა. უკეთესი შედეგების მიღება კი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენ დროს გაატარებდნენ ისინი კომპიუტერულ თამაშებთან.