ოზურგეთში, მამა ბასილი (კვირჩილაძე) აღსარებას იბარებდა, უცებ რაღაცაზე გაეცინა და “ჩაბჟირდა” _ ვერაფრით ვეღარ შეიკავა სიცილი.
მიუახლოვდა ერთი ქალი და დაუწყო ჩხუბი: რა არის, მამაო, რა მაგალითს გვაძლევთ, ასე მოქცევა როგორ შეიძლებაო.
მოიბოდიშა მამაომ ერთხელ… ორჯერ… მაგრამ ამ ქალმა ისევ განაგრძო მორალის კითხვა.
ბოლოს დასერიოზულდა მამაოც და გაბრაზებულმა უთხრა: ქალო, 6 აბორტი მოგიტევე და ერთი გაცინება, რით ვერ მომიტევე.