ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა. მათ შორი, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა.
დილის 7 საათიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი“, _ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.