მმართველი პარტიის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტების გაკეთება უწევს. საპრეზიდენტო კანდიდატმა ამჯერად რიტორიკა შეცვალა და განაცხადა, რომ ომი არა საქართველომ, არამედ რუსეთმა დაიწყო.
,,საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო, ცხადია, რუსეთმა. რატომ რუსეთმა? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა _ პირიქით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, არასდროს მოუხდენია აგრესია. ეს არის ელემენტარული. ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს და ეს არასდროს ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი. არც მე და არც ერთი ქართველი არ დაუშვებს, რომ ვინმემ თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო“, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.
მანამდე კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ,,ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა“ და 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.