ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი სენია, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ნეიროქირურგების მტკიცებით, თუ 3 საათის განმავლობაში მიუსწრებენ ინსულტის მსხვერპლს, მაშინ ინსულტის შედეგები, შესაძლოა, იქნეს თავიდან აცილებული. ამისთვის კი საჭიროა, რომ ვიცოდეთ ინსულტის ოთხი ძირითადი სიმპტომი:
სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (იგი ვერ შეძლებს ამის გაკეთებას);
სთხოვე წარმოსთქვას მარტივი წინადადება (მაგ: „დღეს კარგი ამინდია“);
სთხოვე ხელები აწიოს (იგი ვერ შეძლებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აწევს ხელებს);
სთხოვე ენა გამოყოს (თუ ენა დახრილია, ირიბადაა – ესეც ინსულტის ნიშანია).