_ ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია დამაზიანებელია ქვეყნისთვის შიგნითაც და გარეათაც, _ განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოზურგეთში მიმდინარე შეხვედრაზე.
ზურაბიშვილის თქმით, მას არ ეძლევა საარჩევნო პროგრამებზე საუბრის საშუალება, რადგან მუდმივად პროვოკაციებს უწყობენ და ჟურნალისტებიც ამ თემით არიან დაინტერესებულები:
_ მოვარდება ვიღაც, მეძახის მოღალატეს. მერე ჟურნალისტები მას მისდევენ, მერე მე მეკითხებიან მართლა მოღალატე ხარ?! _ აღნიშნა ზურაბიშვილმა
ზურაბიშვილის თქმით, ამ ტელევიზიებს შორის ისინიც არიან, რომლებიც “საზოგადოებას წარმოადგენენ”.
საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, მის მიმართ მიზანმიმართულ კამპანიას აქვს ადგილი.