სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაია – „ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის ტკივილიანი და მძიმე დღე, სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. დღეს ჩვენ გავიხსენეთ ის გმირები, რომლებმაც ქვეყნისთვის თავი გაწირეს, პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას და მივუსამძიმრეთ დაღუპულთა ოჯახებს. “. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია: ეს დღე არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ჩვენი ხვალინდელი დღე ერთიან საქართველოში ცხოვრებაა, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს” –
(R)