ჩვენს პარლამენტში რას არ მოისმენს კაცი. აქ უამრავი საინტერესო განცხადება გაკეთებულა. ერთხელ დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და კოლეგებს მულტფილმის შინაარსი მოუყვა.
დეპუტატის ყურადღება ქართულმა მულტფილმმა „ლურჯი მელია“ მიიპყრო. დეპუტატმა პარლამენტი სწორედ ლურჯ მელიას შეადარა.
ოპოზიციის მულტფილმურმა გაბაასებამ პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე აღაფრთოვანა. დავით ბაქრაძემ ნაციონალებს ალალად სთხოვა, რაიმე მულტფილმი თქვენც გაიხსენეთ, თორემ მოგვეჭრა უმრავლესობას თავიო.
ამით მან პოზიციაც გააღიზიანა და ოპოზიციაც. ლევან ვეფხვაძემ ბაღათურიას ქმედებას ჯამბაზობა უწოდა. და კოლეგა მულტფილმ „ყურშა გაყოყოჩდაs“ მთავარ პერსონაჟს შეადარა.