ბიუროს სხდომაზე ,,ევროპული საქართველოდან“ აკაკი ბობოხიძე და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის მიერ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკურლი მოსაზრებების გამო, უმცირესობის გაჩუმებას შეეცადა, რამაც მხარეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
„თქვენ ვერ განსაზღვრავთ ჩემს ტონს“, _ მიმართა ბობოხიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.
„უკვე განგისაზღვრეთ, ექვსი წლის წინ ჩაგაგდებინეთ ხმა და მასე გიზამთ მომავალში“, _მიუგო კობახიძემ.
– მოვა თქვენი ხმის ჩადგების დროც.
– ვერ ეღირსებით მაგას“,_უთხრა კობახიძემ.