არსებობს ფსიქოლოგიური ტექნიკა, რომელიც ადამიანს დაეხმარება, რომ 15 წუთში უფრო ბედნიერი გახდეს.
ეს არის სამი მეთოდი, რომელიც ადამიანს რამდენიმე წუთში ცხოვრებას სულ სხვა თვალით დაანახებს.
1.დაგეგმეთ ერთი წლის საინტერესო საქმიანობა
მუშაობა, სწავლა და ოჯახური საქმიანობა ადამიანს ხანდახან მომავალის დაგეგმვაში ხელს უშლის. თუ დაღლილი ხართ, 15 წუთში 12 პატარა თავგადასავალი მოიფიქრეთ, რომელიც კომფორტის ზონიდან გამოგიყვანთ. როდესაც 12 საინტერესო საქმიანობას მოიფიქრებთ, საკუთარ თავს დაპირდით, რომ ყოველ თვიურად დაგეგმილ აქტივობებს განახორციელებთ.
2.ოცნებები
საკუთარი თავი 1, 5 ან 10 წლის შემდეგ წარმოიდგინეთ. იფიქრეთ, რის მიღწევას ცდილობთ. ჩამოწერეთ იდეები და შეადარეთ თქვენს ამჟამინდელ ოცნებებს. შესაძლოა რამე შეასწოროთ, გადადოთ ან ახალი დაამატოთ.
3.შექმენით ბედნიერება
გაიხსენეთ თქვენი ბედნიერი მომენტები. ყოველ ჯერზე, როცა სასიამოვნო რამ ხდება, დაიმახსოვრეთ და ბედნიერი მომენტები ისევ შექმენით. ყურადღება თქვენს ცხოვრებაში არსებულ დადებით მომენტებს მიაქციეთ, ამით თქვენ თანდათან უფრო ოპტიმისტი გახდებით და სამყაროსადმი რწმენა დაგიბრუნდებათ.