ხვალიდან სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, მდინარეებზე წყლის დონის მატება და წყალმოვარდნები, ზღვაზე შტორმი, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
„25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 26-27 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4 – 5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,_წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.