ქუთაისში, მდინარე ოღასკურაში ბეტონი დაასხეს.
საუბარია მდინარის იმ მონაკვეთზე, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება.
ინფორმაციას და ფოტოებს ამის შესახებ სააგენტო ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
გამოცემასთან საუბარში, ადგილზე მყოფი მუშები აცხადებენ, რომ კალაპოტის დაბეტონების მიზანი მდინარეში ნარჩენებისა და ქვა-ღორღის დაგროვების თავიდან აცილებაა.
მათი თქმით, მდინარეს, ასევე, გაუკეთდება ბეტონის ჯებირები.
ადგილზე აღნიშნავენ, რომ მდინარის კალაპოტის დაბეტონება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს წყლის სწრაფ დინებას, მეორეს მხრივ კი ბეტონის ჯებირები დაიცავს მას კალაპოტიდან გადმოსვლისგან.