დღეს ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლაში საპარტულო ეკიპაჟი იყო გამოძახებული იმის დასადგენად, იმყოფებოდა თუ არა ამ სკოლის მეათე კლასის ორი მოსწავლე მარიხუანას თრობის ქვეშ. როგორც გაირკვა, გაკვეთილების მიმდინარეობისას სკოლის ეზოში მყოფი მოსწავლეები მანდატურმა შენიშნა და მათთან სიტყვიერი კონტაქტის შემდეგ ეჭვი გაუჩნდა, რომ ისინი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. როგორც სკოლის დირექტორტან, თამაზ კილაძესთან საუბრისას ირკვევა, სწორედ ამ ეჭვის საფუძველზე მოხდა სკოლაში სამართალდამცავების გამოძახება.
„ეს ბავშვები მანდატურმა შენიშნა, სკოლის უკანა ეზოში მოფარებულში იმყოფებოდნენ და გაკვეთილზე შესვლას არ აპირებდნენ, ზარი ათი წუთის დარეკილი იყო. მათ მანდატურთან სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდათ. მანდატურს ეჭვი გაუჩნდა, რომ მოსწავლეები მარიხუანის თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ჩემთან შეთანხმებით ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მათ მშობლებთანაც გვქონდა კამუნიკაცია. საბოლოოდ შემოწმების შემდეგ არ დადასტურდა მოსწავლეების მარიხუანით თრობის ფაქტი“-გვითხრა ლანჩხუთის პირველი საჯარო კოლის დირექტორმა.