კინორეჟისორი გოგა ხანიდრავა სალომე ზურაბიშვილის შტაბში თაიგულით მივიდა. როგორც ხანიდრავამ განაცხადა, ამ ფორმით საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს.
„საქართველოს პრეზიდენტი ხდება ერთადერთი ღირსეული ადამიანი, ჩეკისტებისგან განსხვავებით. ერთი ჩეკისტი პრეზიდენტი გვყავდა მიხეილ სააკაშვილი, ახლა ოფიცერი გამოგვიგზავნეს და მესამე, გენერალი ალასანია მოსკოვში ზის. ბოლშევიზმი და საბჭოთა დრო მორჩა საქართველოში. საქართველოში იქნება ევროპა და წინსვლა. მოგილოცავთ სულ ყველას“,-განაცხადა ხანიდრავამ.