ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 99.97% უკვე დათვლილია.
სხვაობა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძისა და „ქართული ოცნების“ რჩეულ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილის შორის ისევ მინიმალურია.
ბოლო მონაცემებით შედეგები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი _ 38,64 %;
“გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე _ 37,74%;
“ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე _ 10.97%.