ეს ფოტო ჩოხატაურში, სოფელ კოხნარში, საზოგადოებრივი ცენტრის გვერდით არის გადაღებული. შენობა, სადაც, სავარაუდოდ, იაშას _ “დარაგოის” აფთიაქი მდებარეობს დიდი ხანია დაკეტილია. ადგილობრივების თქმით, ამ შენობაში ვაშაძის საარჩევნო შტაბი არ არის და შენობის ფასადზე გრიგოლ ვაშაძის სარჩევნო პლაკატი პირველ ტურში გააკრეს.
_ “დარაგოის” აფთიაქის წარწერა დიდი ხანია მაგ სახლზეა. არჩევნების წინ ვაშაძის პლაკატიც მიამაგრეს. ალბათ, იმიტომ, რომ სოფლის ცენტრი და კარგი ადგილია, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, არცევნების პირველი ტური გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.