პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის დღეს, ბერა იავნიშვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელში ეხმიანება.
“ამას ნამდვილად გამოლოცვა ჭირდება… ამდენი ცრუპენტელობა? კვლავ ეკლესიაზე?!
გაწი ხელები ეკლესიისგან, ცეცხლია, დაიწვები!. მანდ დაიწვა შენი იდეოლოგი და მმართველი!” _ წერს ლაშა ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ დღეს სვეტიცხოველში ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი დაიწერეს, ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ ჯვრისწერის გამო მომლოცველები ტაძრიდან გამოყარეს.
“ოლიგარქის შვილის ქორწილის გამო მთელი მცხეთა ევაკუირებულია, მლოცველები გამოყარეს ტაძრიდან და ქალაქი საგანგებო რეიმზე გადაიყვანეს”, _ ამბობს ვაშაძე.