9-11 ნოემბერს, თბილისში, კიკბოქსინგში (სარეიტინგო ორთაბრძოლაში _ პროფესიონალთა შორის) საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
საერთაშორისო ასპარეზობაში ხუთი ქვეყნის არაერთი პროფესიონალი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული კიკბოქსინგის სექციის მწვრთნელმა, ამავდროულად მოქმედმა სპორტსმენმა, ლაშა ჭეფხოძემ 60 კგ. წონით კატეგორიაში საუკეთესოდ იასპარეზა და შეჯიბრიდან ოზურგეთში ოქროს მედლითა და თასით დაბრუნდა.
Eagle Fight Series – 6 ეგიდით გამართულ პრესტიჟულ ტურნირს საქართველომ მეორედ უმასპინძლა.
ლაშა ჭეფხოძე მორიგი საერთაშორისო ტურნირისათვის ემზადება, რომელიც უმოკლეს დროში, ყაზახეთში გაიმართება.