“ძალიან მძიმეა ეს ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ვინც იქ ვიდექით და უძლურები ვიყავით ამ ტრაგედიის წინაშე” _ ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისის მერი კახი კალაძე.
“დღეს დიდი ტრაგედიის მოწმენი გავხდით.
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დავკარგეთ ორი ადამიანი – ახალგაზრდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი.
ძალიან მძიმეა ეს ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ვინც იქ ვიდექით და უძლურები ვიყავით ამ ტრაგედიის წინაშე.
ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარება“, _ წერს კალაძე.