ჩოხტაურის #62 საოლქო სარჩევნო კომისიის ამაღლების საარჩევნო უბანი მმართველის პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.
ამ უბანზე ზურაბიშვილს 226-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სარაგებლოდ კი არჩევანი 100-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ტარიელ ბარამიძის ინფორმაციით, 8 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.
ამაღლების საარჩევნო უბანზე 522 ამომრჩეველია დარეგისტრირებული და აქედან არჩევანი დღეს 334-მა ამომრჩეველმა გააკეთა.