საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, მერაბ ჭანუყვაძესთან და შტაბის წევრებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთიდან მიულოცა.
ამ სოფლის საარჩევნო უბანი პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, რასაც მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და საზოგადოებას ბედნიერი სახით ამცნო ჭანიეთის მოგება.
დღეს კი, ეს უბანი სალომე ზურაბიშვილმა დიდი უპირატესობით მოიგო _ მას მხარი 406-მა ამომრჩეველმა დაუჭირა; გრიგოლ ვაშაძეს კი 193-მა.
სწორედ ეს შედეგი გახდა იმის მიზეზი, რომ თალაკვაძე ჭანიეთში ავიდა, ჯერ საზოგადოებას გამარჯვება მიულოცა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშილს დასცინა და ხაზი გაუსვა, რომ ოზურგეთში მიღწეულ წარმატებაში დიდი წვლილი მერაბ ჭანუყვაძემ შეიტანა გუნდთან ერთად.
ასევე, იხილეთ ვიდეო, თუ როგორ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძის პირველ ტურში გამარჯვება სოფელ ჭანიეთში