1.ერთ-ერთი გამოსვლის დროს უინსტონ ჩერჩილს ჟურნალისტმა შემდეგი შეკითხვა დაუსვა:
– ნუთუ არაა სასიამოვნო, როცა თქვენი ნებისმიერი გამოსვლის დროს დარბაზი გადატენილია?!
– რაღა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ სავსე დარბაზის ხილვისას ვფიქრობ, რომ სიტყვით რომ არ გამოვდიოდე, არამედ ავდიოდე ეშაფოტზე, ორჯერ მეტი ხალხი იქნებოდა.
2.გინდათ, კამათის დროს ბოლო სიტყვა თქვენ გეკუთვნოდეთ? უთხარით ოპონენტს “როგორც ჩანს, თქვენ მართალი ხართ”.
3.ერის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე 4 ბავშვის აღზრდა.
4.როდესაც არწივნი დუმან, თუთიყუშები ლაყბობენ.
5.ავტორიტეტს, პირველ რიგში, სიმშვიდით მოიპოვებ.
6.როდესაც ორი ჩხუბობს, იგებს მესამე.
7.ვერასოდეს მიაღწევთ დანიშულების ადგილს, თუკი თითოეული მყეფარი ძაღლის მოსაგერიებლად შეჩერდებით.
8.თუკი ჯოჯოხეთისკენ მიემართებით, განაგრძეთ სვლა.
9.მტრები გყავს? კარგია, ეს იმას მომწობს, რომ ცხოვრებაში რამეს მიაღწიე.
10.ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი ისაა, რომ ზოგჯერ სულელებიც მართლები აღმოჩნდებიან.
11.ჩვენ ვცხოვრობთ დიადი მოვლენებისა და პატარა პიროვნებების ეპოქაში.
12.ძალაუფლება- ნარკოტიკია. ერთხელ თუ გაუსინჯავ გემოს, სამუდამოდ მოიწამლები.
13.პოლიტიკა ისეთივე საინტერესოა, როგორც ბრძოლა. ბრძოლაში მხოლოდ ერთხელ მოგკლავენ, პოლიტიკაში კი რამდენჯერმე.