შს მინისტრი ხართ და მაიმუნობთ აქ _ ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ შს მინისტრს, რომელიც დეპუტატების კითხვებს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პასუხობს.
ხოშტარიას გაღიზიანება გიორგი გახარიას განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც საგამოძიებო კომისიის მუშაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კომისიამ შედეგს ვერ მიაღწია.
“თქვენ რა გააკეთეთ?! სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი, შეურაცხყოფები აყენეთ და მიწაზე ათრიეთ. აი, ეგ გააკეთეთ. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ, რა სინდისით ლაპარაკობთ. ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ ხალხს რას პასუხობთ?! თქვენი პასუხისმგებლობა სად არის?!”, – მიმართა ხოშტარიამ.
თავის მხრივ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სიმართლის მოსმენა მწარეა. “ისე, სიმართლემ ასე იცის ხოლმე, მწარეა უსმინო”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
“მწარეა შვილმკვდარი მამის ყურება. სად გაქვთ პასუხისმგებლობა! შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ აქ!”, – უპასუხა ხოშტარიამ გახარიას.