“არ მთავრდება ივანიშვილის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სიღარიბით მანიპულაცია” _ წერს პოეტი რატი ამაღლობელი “თი ბი სი” ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“არ მთავრდება ივანიშვილის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სიღარიბით მანიპულაცია. არჩევნების დროს, არჩევნების მერე, სურვილი ნათელია – საქართველში ყველა სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტის და რესურსის სრული დაუფლება და მონოპოლიზაცია, მის პირად სარგებლობაში მყოფ პარლამენტს, მთავრობას, პროკურატურას, სასამართლოს და კიდევ ვინ მოსთვალოს…
მათ რიცხვს სურს რომ შემატოს ავად თუ კარგაგად ჩამოყალიბებული ქართული, ხაზს ვუსვამ ქართული საბანკო სისტემაც, ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ლონდონის ბირჟის ნაცვლად, თიბისი ბანკი რომელიმე რუსულ სბერბანკს, ან როსსელხოზბანკს პატარა ფილიალად მიუერთოს, ანაკლიის სტრატეგიული პორტი კი – ნოვოროსიისკის პორტ-ფილიალად იქცეს.
და რაც მთავარია მას ამ პროცესში დიდ დახმარებას ჩვენი ეკონომიური შეჭირვება და ბანკებისადმი ჩვენი ხშირად სამართლიანი, ნეგატიური დამოკიდებულება გაუწევს“, _ წერს ამაღლობელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.