ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წინ ის ადამიანები შეკრიბნენ, რომლებიც ნადირობითა და თევზაობით არიან გატაცებულები. აქციაზე შეკრებილთა თქმით, ნადირობისას კოლხეთის დაცული ტერიტორიის გამო მათ პრობლემები ექმნებათ.
„საოცარი ზეწოლაა ჩვენზე, როგორც კი ფეხს შევადგამთ ტერიტორიაზე, გვაჯარიმებენ. არადა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა არ იკრძალება. ჩვენ ვაპროტესტებთ არსებულ მდგომარეობას და ვითხოვთ შეხვედრას დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელობასთან, რომ გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები და მათგან პასუხი მივიღოთ“, _ ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები.
მონადირეების გარდა აქცაზე ის ფერმერებიც იმყოფებოდნენ, რომლეთა ფერმერული მეურნეობა ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა მოხვდა.
„თვითონ კაბინეტებში სხედან და მაღალი ხელფასები აქვთ, ჩვენ კი ოჯახებს საკუთარი ფიზიკური შრომით ვარჩენთ. თურმე არ მაქვს უფლება, საკუთარ ფერმაში კატერით საქონლისთვის საკვები შევიტანო. მაჯარიმებენ. მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი“, _ ამბობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე მერაბ ჩიხლაძე.