სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას ანალიტიკოსები აფასებენ. პოლიტიკის ექსპერტის, გია ნოდიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია მხოლოდ ცილისწამების კანონთან დაკავშირებით ჰქონდა, დანარჩენ საკითხებზე მისი გზავნილია, რომ „ის არაფერ შუაშია“.
„ერთადერთი საკითხი, რაზეც მას პოზიცია აღმოაჩნდა, ეს იყო ცილისწამების საკითხი, რაც პრაქტიკულად, ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ფიქრს”, _ განაცხადა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ, გია ნოდიამ.