შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს.
“მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყვეს”, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მეუფემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
შემოქმედელი მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ “მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს”
„ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეები იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს“, _ ნათქვამია მეუფე იოსების განცხადებაში.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი იანვარს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის საკითხზე სასაუბროდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი გასული წლის 27 დეკემბერს შეიკრიბა, თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
მაშინ მღვდელმთავრება განაცხადეს, რომ მსოფლიო პატრიარქის დადგენილებას დაელოდებოდნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიო პატრიარქის გადაწვეტილება 6 იანვარს გამოქვეყნდა, თუმცა, წმინდა სინოდის პოზიცია ამ დრომდე უცნობია.