RT-ს ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ბოლო სამი წლის განმავლობაში, ედი ეიზენკოტი, ამბობს, რომ წლების განმავლობაში სირიაში ამბოხებულებს იარაღით ისრაელი ამარაგებდა.
მისი თქმით, ისრაელი უშუალოდ ჩართული იყო სირიის კონფლიქტში სირიელი ამბოხებულების მხარეს და მათ მსუბუქ იარაღს აწვდიდა თავდაცვის მიზნისთვის გამოსაყენებლად.
ცნობისთვის, სირიაში არეულობა 2011 წელს დაიწყო და სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ამბოხებულები ქვეყნის მმართველის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.