წყნეთში სამგზავრო ავტობუსი დაგორდა და ხეს შეეჯახა, მომხდარის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ავტობუსის მძღოლის თქმით, დაგორება მუხრუჭის დაზიანებამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.