https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გაჩეხილი წაბლის ხეები ოზურგეთში და დეპუტატის პასუხი

7:02; 26.02.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში, ანასეულის ტერიტორიაზე, მრავალ ჰექტარ ფართობზე ვანდალურად გაიჩეხა წაბლის და ნაძვის მრავალწლოვანი ხეები, რომლებიც, ძირითადად, ეზოს შესაღობად გამოიყენა მფლობელმა. ნაწილი კი საშეშედ დახერხილი, ერთ მიტოვებულ ეზოშია თავმოყრილი. ჩვენივე წყაროს ცნობით, ფართობი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ლავრენტი ბიგვავას ეკუთვნის.

წყარო გვეუბნება იმასაც, რომ ბიგვავა არაერთხელ იყო საკრებულოს დეპუტატი, ასევე, სხვადასხვა დროს მუშაობდა მრავალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, თავადაც ანასეულში ცხოვრობს და არანაირად არ გაუჭირდებოდა ამ ფართობის მიზომვა.

“გურია ნიუსი” აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ვანდალური სურათის მნახველი გახდა _ საკმაოდ ვრცელ, შეღობილ ფართობში მოჭრილია ათეულობით მრავალწლიანი წაბლის ხე. გარკვეული ნაწილი საშეშე მორებად არის დახერხილი და ერთი სახლის (რომელშიც ახლა არავინ ცხოვრობს) ეზოშია თავმოყრილი. საშეშედ მომზადებული მასალა, როგორც ერთი შეხედვითაც ჩანს და ადგილობრივებიც ამბობენ, სრულიად საღი, უდეფექტოა და საცოდაობაა ასეთი მასალის შეშად გამოყენება.

“ნახეთ, რამხელა და რამდენი წაბლის ხეა მოჭრილი. რა ენაღვლება მაგის მქნელს, წაბლის მერქანი შეშადაც თავსაყრელი ექნება და სამასალედაც”, _ გვეუბნებიან ნარუჯელები, რომლებიც ნარუჯაში, ანასეულის მიმდებარედ ცხოვრობენ.

შეღობილი ფართობის გასწვრივ მდებარე გზის მარცხენა მხარეს, მთელ სიგრძეზე ყრია მოთხრილი ხეების ფესვები და ნაკაფი ტოტებისა და ბუჩქების მასა ერთმანეთშია არეული. ტერიტორიის დათვალიერებისას შევხვდით ადგილობრივ მკვიდრებს, რომლებიც საშეშე მორებად დახერხილ ნაძვის (კრიპტომერია) ხის მასალას საკუთარი მინი-ტრაქტორის ძარაზე აწყობდნენ.

კითხვაზე, ვინ იყვნენ და რატომ მიჰქონდათ მორებად დაჭრილი ნაძვი, ნარუჯაში მცხოვრები ცოლ-ქმარი, ილარიონ და თამარ კახაძეები გაბრაზდნენ:

“ამხელა ფართობზე სავსე იყო ნაძვები და წაბლის ხეები. მოჭრეს, რაც უნდოდათ, წაიღეს და იხმარეს, დანარჩენი გზის მეორე მხარეს გადაყარეს და ჩვენ ამ გადაყრილს შეშად ვიყენებთ. ნარჩენებიც არ  გვეკუთვნის?” _ გვითხრეს მათ,

_ გაჩეხეს ყველაფერი. ეს ნარჩენები მიგვაქვს, რომ ავადმყოფი ქალი სიცივით არ მომიკვდეს. ჩვენ კი არ მოგვიჭრია, მთელმა ნარუჯამ იცის, აქ რამხელა ფართობი გაიჩეხა. 70 წლის ვარ და 47 წელი ამ ჩაიში ჩავკვდი. პოლიცია აქ დღეში ათჯერ დადის და ის არ ეუბნება არაფერს, შენ ვინ ხარ? მოგაძრობენ თავს! საჭირო რომ იყოს, პოლიცია არ დაიჭერდა? _ თქვა ბატონმა ილარიონმა, რომელსაც ცოლი უბრაზდებოდა.

_ გადმოყარე ეს შეშა ტრაქტორიდან და სახლში წამოდი. ოქროს ფასს დაგვიჯენენ თავისსავე მოჭრილს, მოვშორდეთ აქაურობას, _ უთხრა ქალბატონმა მეუღლეს.  ილარიონ კახაძემ კი ჩვენ მოგვმართა:

_ წადით და ბიძინას მოკითხეთ, რომ თხრის და მიაქვს ხეები, აქ რას ეძებთ?!

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ლავრენტი ბიგვავას დაუკავშირდა:

_ კი, ვიცი ამ ფართობის შესახებ. ეს არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ჩემი ნათესავი ქვრივი ქალისაა. იჯარით აქვს აღებული. ვეხმარები. მანდ რამდენიმე ხე შეისხეპა. მხოლოდ ის მოიჭრა, რომელიც გამხმარი იყო.

_ ბატონო ლავრენტი, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ათი ჰექტარი ფართობი არის თქვენი და იქ წაბლის მრავალწლოვანი ხეები თქვენ გაჩეხეთ. ჩვენ ვნახეთ მოჭრილი ხეები, გვაქვს ფოტო და ვიდეომასალა…

_ არაა სწორი _ ოთხი ჰექტარია. აქ ხეებს როგორ მოვჭრიდი? მხოლოდ გავსხეპეთ. აქ მე კი არ დამიწყია მოჭრა. ჩემი ახლო ნათესავია, გოჩა ვასაძე, ვისაც მისცეს. ერთი გაუბედურებული ტყე იყო. იჯარით აიღო და მოამზადა იმისთვის, რომ მოცვი და ტყემალი დარგოს.

_ მოცვის ნერგს უკვე ხალხს აღარ აძლევენ. ვიცი ადამიანები, რომლებმაც ფართობი მოამზადეს და ნერგები არ მისცეს. თქვენთვის როგორ გახდა ხელმისაწვდომი?

_ ეგ მაგათი პრობლემაა, ვინც აღარ აძლევს. ტყემალს ან სხვა რაიმეს დარგავს.

_ ბატონო ლავრენტი, თქვენ ხართ საკრებულოს წევრი, ხალხისგან არჩეული. ეს ყველაფერი, რასაც მეუბნებით, თავად გჯერათ?

_ თქვენ რა გგონიათ, ჩემია? გოჩა ვასაძე ჩემს გვერდზე გაიზარდა, ვეხმარები მას და დედამისს. მე ჩემი მიწის ფართობი ვერ მომიწესრიგებია და იქ ვერ გამიშენებია. ახლა “ვჩალიჩობ”, იქნებ, კრედიტი ავიღო.

_ აქ ჩვენმა ობიექტივმა ათეულობით ძირი წაბლის ხის გადანაჭერი დააფიქსირა, სრულიად  ჯანმრთელი…

_ ხე წვეროდან იწყებს გახმობას. ეს იყო გაუვალი ტყე, იჯარით გვაქვს აღებული. მარტო ბუჩქნარი გავჩეხეთ და ტოტებია დასხეპილი ან ახალამოსული ნაძვები.

_ ახალ ამოსული კი არა, მორებად დაჭრილი ნაძვის ხეებს ტრაქტორზე აწყობდნენ ადგილობრივები…

_ ახლა, შესაძლოა, თვითონ მოჭრეს იქ. არიან ასეთებიც, იპარავენ.

_ ღობისთვის უამრავი სარია დამზადებული წაბლის ხისგან, რითაც ფართობი გაქვთ შეღობილი. თუ დამპალი იყო, რანაირად გამოდგა?

_ რომელიც ვარგისი იყო, ის კი გამოვიყენე.

_ ვისია ის მიტოვებული სახლი, რომლის ეზოშიც წაბლისგან საშეშედ დახერხილი მორებია თავმოყრილი? ან ეს შეშა ვისია?

_ რა ვიცი, ვისია?! ხომ გეუბნებით, ნათესავი ქვრივი ქალისაა ეს ფართობი.

_ ქვრივმა ქალმა როგორ იმუშავა ამდენი? ადგილობრივები ამბობენ, რომ თქვენია...

_ ვიცი, რომ ვიღაცეები გეტყოდნენ. ეშლება, ვინც გეუბნება, ცდება. ეს ნათესავისაა და ახლა მიფორმებს ხელშეკრულებას, რომ გადმომაბაროს. ვერ უვლის თვითონ. შესაძლოა, მისი შვილი ჩამოვიდეს, მოცვის დარგვა უნდა, ტყემალსაც რგავს მაგ ფართობში, _ გვითხრა საკრებულოს დეპუტატმა.

“გურია ნიუსი” ესაუბრა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, შუქრი გაბრიჩიძეს. ის საკითხის გარკვევაში დახმარებას შეგვპირდა, ჯგუფიც გამოგვაყოლა აღნიშნულ ადგილზე, თუმცა, ნაძვისა და წაბლის ხეების ჭრასთან დაკავშირებით ასეთი განმარტება გააკეთა:

_ კონკრეტულად რომელ ფართობზე საუბრობთ, არ ვიცი. გეტყვით ერთს, რომ ასეთი კანონმდებლობა აქვს სახელმწიფოს _ როცა გასხვისდება ფართობი, მესაკუთრეს აქვს უფლება, თავის ეზოში რაც სურს, ის მოჭრას. ეკონომიკის სამინისტრო ასხვისებს და მაშინ არ უნდა გასცეს ფართობი. ჩვენ ვაკონტროლებთ, თუ ქარსაფარი ზოლია, არ მოიჭრას ან ნამდვილად საკუთრებაში მოჭრა თუ არა ამა თუ იმ პირმა ხეები, _ თქვა გაბრიჩიძემ.

 ჩვენ ასევე დავუკავშირდით გარემოს დაცვითი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამსახურის უფროს სპეციალისტს ვალერიან ჯინჭარაძეს:

_ ჩვენი თანამშრომლები გასულები არიან ადგილზე და ყველაფერს გაარკვევენ, გაეცნობიან საიჯარო ხელშეკრულებას. ჯერ არ გვინახავს. თუ რაიმე სამართალდარღვევაა და უკანონოდ არის მოჭრილი ან მოთხრილი ხეები, დაისჯება, ვინც მოჭრა.

_ აქამდე არაფერი იცოდით ამის შესახებ?

_ არაფერი ვიცოდი. დღეს დარეკეს ჩვენმა თანამშრომლებმა.

_ დღეს, დილით იქ ჩვენ ვიყავით.

_ შესაძლოა, თქვენ რომ იყავით, იმიტომ დარეკეს. გპირდებით, ყველაფერი დაითვლება _ რამდენია მოთხრილი, მოჭრილი და იქნება რეაგირება, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

“გურია ნიუსი” გააგრძელებს ამ საქმის ირგვლივ დოკუმენტურ მოკვლევას.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გურიის გუბერნატორის პირველ მოადგილედ სუს-ის მაღალჩინოსანი დანიშნეს

სპორტული ცენტრი რეორგანიზაციის მოლოდინში

ყველა სიახლე

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო