რაოდენ უცნაურად და საშიშადაც არ უნდა ჟღერდეს, დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ დრაკონები. მართალია, მათ არც ფრთები აქვთ და შესაბამისად, ვერც დაფრინავენ, საბედნიეროდ, არც ცეცხლს აფქვევენ პირიდან.
ისინი „უწყინარი“ დრაკონები არიან, რომლებიც ნაკლებად უქმნიან საფრთხეს ადამიანებს. საიდუმლო კი იმაშია, რომ აღნიშნული დრაკონი, რომელსაც კომოდო დრაკონს უწოდებენ, რეალურად ხვლიკია, რომელიც “Monitor Lizard”-ის ოჯახს განეკუთვნება.
კომოდო დრაკონი მხოლო ინდონეზიაშია შემორჩენილი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოველია. ეს არსება გადაშენების პირას არის, რის გამოც ინდონეზიის ხელისუფლება მკაცრად იცავს და ისინი სპეციალურ კუნძულზე ცხოვრობენ, რომელსაც “Komodo Island” ეწოდება. ეს კუნძული ტურისტებში ძალიან პოპულარია და ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ “Komodo Island” ძალიან ახლოს არის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტ “ბალი”-სთან
ზრდასრული მამრი კომოდო 79-91 კილოგრამს იწონის, სიგრძე კი 2, 6 მეტრს აღწევს. მდედრი კომოდოს შემთხვევაში, მისი წონა 68-73 კილოგრამია ზომა კი 2, 3 მეტრს აღწევს. მართალია, კომოდო რეალურად ხვლიკია, თუმცა, იგი ხორცისმჭამელია. უარს არც მწერებზე ამბობს, თუმცა, სხვა ხვლიკებსაც გემრიელად შეექცევა.