რუსთავში წუხელ ბუნებრივი აირის ნამწვით ხუთი ადამიანი მოიწამლა.
მე-8 მიკრორაიონში ინტოქსიკაცია რვა წლის გოგონამ და დედამისმა მიიღეს, ხოლო მე-11 მიკრორაიონში სამი ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს
მოწამლულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინტოქსიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში სავარაუდოდ არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.