11 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა (NCCE) გენდერული ძალადობის თემაზე ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.
კონკურსი NCCE-ის ინიციატივით და EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს რეგიონების სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსში მონაწილეობა, ჯამში, 144-მა მოსწავლემ მიიღო.
ესეების ავტორები მათ დასახლებებში არსებული გენდერული დისკრიმინაციისა თუ ძალადობის მაგალითებს და ამ მხრივ საკუთარ გამოცდილებას აღწერდნენ. დამოუკიდებელმა ჟიურიმ შემდეგი სამი გამარჯვებული გამოავლინა: პირველი ადგილი – აინურ ახმედოვა, მარნეული, სოფელი ზემო სარალი, მე-12 კლასი; მეორე ადგილი – ანი თუთისანი, ოზურგეთი, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა, მე-12 კლასი; მესამე ადგილი – თამარ თურაძე, ბათუმი, სკოლა „განათლება”, მე-10 კლასი. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ გამარჯვებულებს და წაიკითხოთ მათი ესეები: აინურის ისტორია, ანის ისტორია, თამარის ისტორია.