„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია. ის ამბობს, ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბაო, რაც ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა, პირად ინტერესებს აყენებს. სჯობს, საქართველოს პრეზიდენტმა სიმართლე აღიაროს და განაცხადოს, რომ რუსეთი ის აგრესორი ქვეყანაა, რომელმაც ცხინვალი დაბომბა, ამგვარი ქმედება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე უფრო დადებითად აისახება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მას მხარი დაუჭირეს.
„სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტ ქვეყანას პირდაპირ უბიძგებს, რომ თქვას: ჩვენ რატომ გვადანაშაულებთ აგრესიაში მაშინ, როცა ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბაო. პრეზიდენტის რანგში ასეთ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება სირცხვილია. ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა აიღონ, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მას მხარი დაუჭირეს“, _ აღნიშნა ჩიტაძემ.