სწორედ ეს არის მთავარი ღირებულებითი სხვაობა ჩვენს შორის, ჩვენთვის ადამიანი და მისი უფლებებია მთავარი ღირებულება, _ ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ რომან გოცირიძეს,რომელმაც ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერს დამაზუსტებელი კითხვით მიმართა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის ისე გაუარესებული ისე, როგორც ამის დახატვას ოპოზიცია ცდიილობს.
“ეს არის სწორი სტატისტიკის წარმოება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებდით. გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის. შეიცვალა მეთოდოლოგია და მე ეს ავხსენი და იმის ნაცვლად, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობითჩვენ მოვისმინოთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რომ იმ მიმართულებებში, სადაც არის ზრდა, რა პრევენციული მექანიზმებია გასაკეთებელი, თქვენ მე და ქართულ საზოგადოებას გვიმტკიცებთ, რომრასაც თქვენ სჩადიოდით 2012 წლამდე, ეს იყო სწორი – ადამიანების უფლებების გაუბედურება.
ეს არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი. კრიმინალთან ბრძოლა არშეიძლება ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე და დაიმახსოვრეთ, ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება. ჩაყევით სტატისტიკას და მიხვდებით, რომ რაც თქვენ განაცხადეთ ტყუილია, რომ თითქოს ადამიანებმა,რომლებმაც დატოვეს ციხე, გამოიწვიეს ამ სტატისტიკის ზრდა. ეს არის ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი. ციფრები არის ძალიან ნათელი და წერილობით ფორმაშიც მოგაწვდით, ამის პირობას გაძლევთ.
ბოლოს მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, კრიმინალთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია და ყველა ქვეყნისთვის ეს არის გამოწვევა, ჩვენზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. აქ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომ რომელიმე ერთიკანონის მიღებით პრობლემა ერთ დღეში გვარდებოდეს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ დაეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება.
ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში და ამავე დროს, გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას. საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს არის ერთადერთისწორი გზა და ჩვენ ძალიან ეფექტურები ვართ კრიმინალთან ბრძოლაში ისე, რომ ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს”, _ აღნიშნა პრემიერმა.