“გურია ნიუსის” ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე მედიაკონკურსის _ “ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის” 2018 წლის გამარჯვებული გახდა. მას პრიზი გურიის სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულარულად და კომპეტენტურად გაშუქებისთვის გადაეცა.
მედიაკონკურსი “ევროკავშირი საქართველოსთვის”, “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” მხარდაჭერით ჩატარდა და საქართველოს 10 რეგიონიდან 10 გამარჯვებული 300 ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგად შეირჩა.