ეგვიპტის უღარიბესმა ოჯახებმა ფულის შოვნის ახალ ხერხს მიაგნეს. მათ აქტიურად დაიწყეს ოჯახის წევრი გოგონების გამოყენება, რომლებიც ტურისტების მომსახურების ახალ სერვისად აქციეს . ამიერიდან ეგვიპტეში ჩასულ მდიდარ ტურსტს გიდისა და თარჯიმნის გარდა შეუძლია “დროებითი ცოლიც” იქირავოს.
დროებითი ქორწინებები ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულია. ღარიბმა ოჯახებმა კი ტრადიცია ფულის საშოვნელად ეფექტურად აამოქმედეს.
დროებითი ცოლების დასაქირავებლად ეგვიპტეში მსურველები, ძირითადად, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, ბაჰრეინიდან, იორდანიიდან, ქუვეითიდან, ლიბიიდან და იემენიდან ჩადიან. ეს სიამოვნება “დროებით საქმროებს” 320-დან 6500 ევრომდე დაუჯდებათ. ფასი გოგონას გარეგნობის, სინორჩის, კანის ხავერდოვნებით და უბიწოებით განისაზღვრება.
მხარეებს შორის ისეთივე კონტრაქტი ფორმდება, რაც ტრადიციული ქორწინებებისას და რელიგიურ დოგმებთანაც შესაბამისობაშია. სამაგიეროდ, იურიდიული ძალა არ აქვს და მაშინვე ბათილდება, როგორც კი ტურისტი ეგვიპტეს დატოვებს.
გოგონას მოძიების პროცესში მნიშვნელოვან როლი აკისრიათ შუამავლებს. მათ როლს ძირითადად, ტაქსისტები და სოფლის ადვოკატები ასრულებენ. ისინი ღარიბ სოფლებში კარდაკარ დადიან და მშობლებს დროებითი ქორწინების მომგებიანობაში არწმუნებენ.