დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მოსახლეობამ გაზის შემოყვანის მოთხოვნით, აქცია მოაწყო. როგორც აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, სამი დღის წინ მოილაპარაკეს მშვიდობიანი აქციის მოწყობის თაობაზე და თავად დაურეკეს გურიის მხარის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას.
_არ გვინდა მშვიდობიანი პროტესტი უშედეგოდ დასრულდეს, თორემ მერე გზას ყველა მხრიდან გადავკეტავთ. ჩვენ ბევრი გასაჭირი გვაქვს, მაგრამ დღეს კონკრეტულად გაზის მოთხოვნით ვაკეთებთ აქციას. პრემიერმა ესკორტით რომ ჩაიქროლა ნასაკირალისკენ, ყველაფერს იქეთ რომ ექაჩებიან, ჩვენი ამბავიც იკითხოს დალოცვილმა, – ამბობდნენ ისინი.
აქციაზე გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და მისი მოადგილე აკაკი შენგელია მივიდნენ. ნასარაია ესაუბრა აქციის მონაწილეებს და შეჰპირდა, რომ მაისში ცნობილი იქნება და საიტზე გამოქვეყნდება პროექტი, როგორც მელექედურის, ისე სხვა დარჩენილ სოფლებში გაზის შეყვანის თაობაზე, შემდეგ კი მალე დაიწყება მშენებლობა.
„კაი, ბებო, კაი, გეიხარე, მარა ქარი არ დარჩეს სიტყვა. ადრე ყველამ მოგვატყუა“, _ უთხრა მას აქციაზე მოსულმა ნანული მხეცაძემ.
ვრცლად აქციის შესახებ „გურია ნიუსი“ საგაზეთო სტატიაში გიამბობთ.