არასრულწლოვანი დედის მიერ 7 თვის ჩვილის მოგუდვასთან დაკავშირებით უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელ ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს.
“16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? _ არ იყო.
მეორეც, ამ ქვეყანაში ყველას ფეხებზე ჰკიდია დედების საჭიროებები. არც ცოდნა გვაქვს და არც საშუალება, რომ იმკურნალონ პოსტ-სამშობიარო დეპრესიის მქონე ქალებმა (ამ შემთხვევაში ბავშვებმა).
ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არის ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება… ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?
პ.ს. ახლა ამბობენ, ბავშვს ცუდად ექცეოდაო. მერე??? სად ეგდო ბავშვის მამა? სად იყვნენ ოჯახის სხვა წევრები, როცა ეტყობა ადამიანს არაადეკვატურობა??? მაგრამ პატარა ბავშვი, ხომ მხოლოდ დედის საზრუნავია ამ ქვეყანაში, თუნდაც ის დედა 16 წლის იყოს თვითონ და ვერ უმკლავდებოდეს დედობას.
პ.ს. არა, არ გვინდა სექსუალური განათლება და იმის ცოდნა, როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში. გაირყვნებიანო ცოდნით. იქნებ გადარჩებიან ამ ცოდნით?! ვინმე გრძნობს პასუხისმგებლობას?” _ წერს პატარაია.