ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.