ლანჩხუთში მომხდარი საზარელი ავარიის დროს დაღუპულმა არჩილ კვაჭაძემ მომავალ მეუღლეს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.
“ხვალ ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით, მე მაინც ვღელავ. ამაღამ უძილო ღამე მიწერია. ჩემი სიცოცხლე მარტო ამ დღისთვის ღირდა. შენ მიწილადე წყალი მწყრვალს, შენ მომაწოდე ლუკმა მშიერს, შენ გიწამე ღმერთად, შენ მასულდგმულებ მე. ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ. ხოდა სიკვდილიც მე მეწევა შენამდე. მე ასე მინდა. ხვალ კიდე გულო, უპირველესად დედიკოს უნდა ვახარო ჩვენი სიხარული,დედაა ჩემი და თუ არა დედას სხვას ვის გავუზიარო ჩემი ბედნიერება? _ წერს არჩილი.
იგი რამდენიმე თვეა, რაც დაქორწინდა. მას მეუღლე დარჩა, რომელიც ტყუპებზეა ფეხმძიმედ. არჩილი პროფესიით ექიმი იყო. იგი საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა. უბედური შემთხვევის დროს არჩილი დეიდაშვილებთან ერთად ურეკში მიდიოდა.
საზარელი ავარია მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში. ურეკიდან ლანჩხუთში მიმავალი “ოპელის” მარკის ავტომანქანა საპირისპირო მხრიდან მომავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.