ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის საქონელი.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ არის.